1. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციის დასრულებისთანავე სკოლის დირექციის დახმარებით უზრუნველყოს კანდიდატის ავტობიოგრაფიისა და საარჩევნო პროგრამის საჯაროობა სკოლის საჯარო სტენდზე გაკვრით, აგრეთვე სკოლის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით (სკოლის გაზეთში გამოქვეყნება და სხვ.).
2. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
3. ასარჩევ კანდიდატებს, ასევე მათ მხარდამჭერ პირებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
4. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება;
5. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.
6. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.
7. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. იკრძალება გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.
8. სკოლის დირექტორს უფლება არა აქვს უარი უთხრას კანდიდატებს ან მათ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის საკლასო ოთახით, დარბაზებით და/ან სკოლის სხვა ქონებით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის სკოლის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
9. სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 12.01.2024
მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
თავი II — მოსამზადებელი ეტაპი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
- მუხლი 14. დამკვირვებელი
- მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
- მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
- მუხლი 17. საარჩევნო სიები
- მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა
- მუხლი 20. კენჭისყრის დრო
- მუხლი 21. საარჩევნო ადგილის გახსნა
- მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა
- მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 18, №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638/muxli-18/