1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 11 საათზე. უბნის გახსნის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დამკვირვებელთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს თითოეულ მაგიდაზე:
ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს, რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს,ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;
ბ) კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით და სკოლის ბეჭდით (შემდგომში – ბეჭედი);
გ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ და ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს.
2. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ სკოლებში თითო მაგიდასთან ზის ერთი ადამიანი და ითავსებს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
3. წილისყრამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი უნდა დამოწმდეს ბეჭდით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ბეჭდით დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს ცარიელ ყუთში და ურევს მათ. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანი შეადგენს ოქმს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.
4. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს წერილობით დროის მითითებით.
5. წილისყრის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე მასწავლებლებისა და მშობლების სიების მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ლუქის მთლიანობას;
გ) ამოწმებს და ლუქავს საარჩევნო ყუთს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს ოქმში.
7. საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი იყრება თითოეულ ყუთთან პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის გვარი, სახელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სახე (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა) და ნომრები. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საარჩევნო კომისიის მდივანთან, საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.
8. საარჩევნო კომისიის მდივანი ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 12.01.2024
მუხლი 21. საარჩევნო ადგილის გახსნა
თავი III — კენჭისყრის დღე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
- მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
- მუხლი 17. საარჩევნო სიები
- მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა
- მუხლი 20. კენჭისყრის დრო
- მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა
- მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება
- მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
- მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა
- მუხლი 26. ხმების დათვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 21, №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638/muxli-21/