1. სკოლაში საარჩევნო პროცესს ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საარჩევნო კომისია.
2. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 100-ზე მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მესამე საფეხურზე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს შვიდს, შემდეგი თანაფარდობით:
ა) 1 საშუალო საფეხურის მოსწავლე;
ბ) 2 მასწავლებელი;
გ) 2 მშობელი;
დ) 2 პირი, რომელიც არ არის მოსწავლე, მასწავლებელი, მოსწავლის მშობელი და არც მათი ახლო ნათესავი და აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს (შემდგომში – გარეშე პირი).
3. სკოლაში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება ასს და სწავლება ხორციელდება მესამე საფეხურზე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს ხუთს:
ა) 1 საშუალო საფეხურის მოსწავლე;
ბ) 1 მასწავლებელი;
გ) 1 მშობელი;
დ) 2 გარეშე პირი.
4. სკოლაში, სადაც არ არსებობს მესამე საფეხური,საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს შვიდს, შემდეგი თანაფარდობით:
ა) 2 მასწავლებელი;
ბ) 2 მშობელი;
გ) 3 გარეშე პირი.
5. სკოლაში, სადაც არ არსებობს საშუალო საფეხური და მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება ასს, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს ხუთს, შემდეგი თანაფარდობით:
ა) 1 მასწავლებელი;
ბ) 1 მშობელი;
გ) 3 გარეშე პირი.
6. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი ან მშობელი არ გამოთქვამს საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილს, მის ნაცვლად ამ დებულებით განსაზღვრული წესით საარჩევნო კომისიის წევრი შეიძლება იყოს გარეშე პირი.
7. საარჩევნო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
8. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – დირექტორი), აგრეთვე პირი, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას დირექტორის შესარჩევ კონკურსში ან მათი ახლო ნათესავი;
გ) დირექტორის მოადგილე/სასწავლო ნაწილის გამგე (შემდგომში – დირექტორის მოადგილე);
დ) ბუღალტერი/ სამეურნეო ნაწილის გამგე;
ე) პირი, რომელსაც არ აქვს სრული ქმედუნარიანობა (გარდა მესამე საფეხურის მოსწავლისა);
ვ) პირი, რომელიც არის სხვა სკოლის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 12.01.2024
მუხლი 10. საარჩევნო კომისია
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი
- მუხლი 7. საარჩევნო სუბიექტები
- მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი
- მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია
- მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
- მუხლი 14. დამკვირვებელი
- მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
- მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
- მუხლი 17. საარჩევნო სიები
- მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 10, №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638/muxli-10/