1. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის დირექტორი.
2. კომისიის წევრების რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 25 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე 16 დღით ადრე. რეგისტრაციის შესახებ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.
3. სკოლის დირექტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ვალდებულია კოორდინატორს წარუდგინოს მის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სრული ნუსხა. დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან გადაამოწმონ ნუსხა კოორდინატორთან.
4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობას, არჩევნებამდე 14 დღით ადრე კოორდინატორი რეგისტრირებულ კანდიდატთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების (საზოგადოების წარმომადგენლები, მასმედია და სხვ.) თანდასწრებით წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის წევრებს. კანდიდატთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრება ნებაყოფლობითია. წილისყრა ტარდება შემდეგი წესით:
ა) წილისყრამდე კოორდინატორი ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრობის კანდიდატთა სახელსა და გვარს;
ბ) ფურცელი უნდა დამოწმდეს კოორდინატორის ხელმოწერით; ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრაში მონაწილე კანდიდატთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს;
გ) დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კოორდინატორი ათავსებს 4 ყუთში, რომლებიც განკუთვნილია ცალ-ცალკე მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი და სხვა კანდიდატებისათვის;
დ) კოორდინატორი კომისიის წევრობის კანდიდატთა თანდასწრებით ცალ-
ცალკე ურევს ყუთებში მოთავსებულ ფურცლებს;
ე) კოორდინატორი თითოეული ყუთიდან იღებს მე-10 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ან მე-5 პუნქტებით დადგენილი რაოდენობის ფურცლებს კომისიის წევრი მოსწავლის, მასწავლებლების, მშობელთა და გარეშე პირთა გამოსავლენად.
5. იმ შემთვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დანაკლისის შევსება, მათ შორის, მასწავლებლების, მშობლისა და მოსწავლის, შეიძლება გარეშე პირებით. ამ შემთხვევაში, თუ, გარეშე პირების ჩათვლით, კანდიდატთა რიცხვი, აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ კომისიის წევრთა რაოდენობას, წილისყრა ჩატარდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით