1. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი ყველა პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);
ვ) 2 ფოტოსურათი.
3. საარჩევნო კომისია ვალდებულია ერთი დღის ვადაში განცხადების მიღების დღიდან მოახდინოს კანდიდატთა რეგისტრაცია.
4. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და რა ვადაში უნდა აღმოიფხვრას იგი, რომელიც არ შეიძლება იყოს 2 კალენდარულ დღეზე მეტი.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი დღის ვადაში საარჩევნო კომისიამ არ გაატარა რეგისტრაციაში კანდიდატი და ამასთან დასაბუთებული უარი არ წარუდგინა მას, კანდიდატი ითვლება რეგისტრაციაში გატარებულად.
6. კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია კომისიის წევრის, დირექციის წევრის, დამკვირვებლის და ასევე ნებისმიერ იმ თანამდებობასთან სკოლაში, რომელიც დაკავშირებულია სკოლაში საარჩევნო პროცესის მომზადებასა და მიმდინარეობასთან