1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ნიშნავს სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომში – კოორდინატორი) კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს სამინისტრო (ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს ნიშნავს ამავე რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო. შემდგომში – შესაბამისი სამინისტრო).
2. კოორდინატორი მინდობილ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში:
ა) ზედამხედველობს საარჩევნო კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურას;
ბ) ხელს უწყობს საარჩევნო კომისიების მუშაობას;
გ) უფლებამოსილია განიხილოს საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული, აგრეთვე საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საჩივრები;
დ) უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, გააუქმოს დირექტორის, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, გარდა არჩევნების საბოლოო შედეგებისა;
ე) განიხილავს დირექტორის, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების თაობაზე საჩივრებს ამ დებულებით განსაზღვრული წესით;
ვ) სამინისტროს მიერ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს როგორც ადმინისტრაციული ორგანო;
ზ) თვითონ ან სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით ახორციელებს კორესპონდენციის/საჩივრების რეგისტრაციას;
თ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალებულია ხელი შეუწოს კოორდინატორის მუშაობას და ამ მიზნით შეასრულოს კოორდინატორის ცალკეული მითითებები, მათ შორის, კოორდინატორის დავალებით უზრუნველყოს კოორდინატორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულება
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 12.01.2024
მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი
- მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი
- მუხლი 16. სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების წევრთა ანაზღაურება
- მუხლი 8. საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები – საბჭოები
- მუხლი 15. 1. მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, მთავრობის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები –კომისიები და საბჭოები. ასევე, გარკვეული
- მუხლი 17. 1. მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, მთავრობის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები. ასევე, გარკვეული
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი
- მუხლი 7. საარჩევნო სუბიექტები
- მუხლი 10. საარჩევნო კომისია
- მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია
- მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
- მუხლი 14. დამკვირვებელი
- მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
- მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
- მუხლი 17. საარჩევნო სიები
- მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 9, №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638/muxli-9/