1. გამგეობის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება:
ა) პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭო;
ბ) პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭო.
2. პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოს ამოცანებს წარმოადგენს:
ა) დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობისა და შესრულების კონტროლი;
ბ) პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილ პრობლემებსა და რისკებზე დროული რეაგირება და გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
გ) ახალი პროექტებისა და პროგრამების განხილვა და გადარჩევა.
3. პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოს ამოცანებს წარმოადგენს:
ა) გამოვლენილი პრობლემებისა და მოთხოვნების განხილვა, პრიორიტეტიზაცია;
ბ) გამოვლენილ მოთხოვნებსა და პრობლემებზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მისთვის დელეგირებელი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ) პრობლემების მოგვარებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების სამუშაოების პროგრესის განხილვა.
4. საბჭოების შემადგენლობასა და მუშაობის ორგანიზების წესს ადგენს გამგებელი.
5. გამგეობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა შესწავლის/მომზადების, დასკვნების ან/და რეკომენდაციების მომზადების მიზნით, გამგებლის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას სხვა საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები – საბჭოებ