1. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის მოადგილე;

გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. გამგებელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს  თბილისის მერი. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.

3. გამგებლის მოადგილესა და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთულებია:

ა) საორგანიზაციო განყოფილება;

ბ) დარგობრივი განყოფილებები;

გ) საუბნო განყოფილებები.

5. გამგეობის ტიპურ  დებულებას და საშტატო ნუსხას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულ