1. თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) არის თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის მართვას.
2. გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”, საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე.
3. გამგეობას აქვს ბლანკი, შტამპი და ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით