1. გამგეობის საქმიანობის მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეულია საორგანიზაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებს გამგეობის ტექნიკურ, საკადრო და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. გამგეობის დარგობრივი მართვის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგების (სფეროების) მართვას. გამგეობის დარგობრივი მართვის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული განყოფილება;
ბ) სამხედრო განყოფილება;
გ) ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილება;
დ) საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილება;
ე) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილება;
ვ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება;
ზ) სოციალური პროექტების განყოფილება;
თ) თანადაფინანსებული პროექტების განყოფილება.
3. საუბნო განყოფილებები უზრუნველყოფენ გამგეობის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე (უბნებში) გამგეობის მოსახლეობასთან კავშირს, შესაბამის უბნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების შესწავლას და ამ ტერიტორიაზე თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, თბილისის მთავრობისა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის კონტროლს.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ტიპური დებულებით, რომელსაც თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულ