1. გამგებელი:

ა) წარმართავს გამგეობის საქმიანობას;

ბ) თანამდებობრივად არის თბილისის მთავრობის წევრი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს;

დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანაწილებს საკურატორო დარგებს გამგებლის მოადგილეებს შორის, გასცემს შესაბამის დავალებებს, ამტკიცებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ე) განსაზღვრავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების/გამგეობის მოხელეების სამუშაო გეგმის ფორმას, ამტკიცებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების/გამგეობის მოხელეთა სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას;

ვ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს;

ზ) ქმნის გამგებლის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებს (საბჭოებს);

თ) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის საკრებულოს ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ი) ხელს აწერს გამგეობის ფინანსურ დოკუმენტებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

კ) უზრუნველყოფს თბილისის მერის და თბილისის მთავრობის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, აგრეთვე თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;

ლ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს და ინფორმაციას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ;

მ) მონაწილეობს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტებისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

ნ) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებაზე;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, თბილისის მერიისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გამგებელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. გამგებელი უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე.

4. ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები არიან გამგებლის უშუალო დაქვემდებარებაშ