2. რაიონის გამგებლის მოადგილეები რაიონის გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ რაიონის გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და რაიონის გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
3. რაიონის გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ რაიონის გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით რაიონის გამგებლის მოვალეობას ასრულებს რაიონის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (05.02.2014).
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 83. რაიონის გამგებლის მოადგილეები1. რაიონის გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა. 2. რაიონის გამგებლის მოადგილეები რაიონის გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ რაიონის გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და რაიონის გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებათა აღსრულებას. 3. რაიონის გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ რაიონის გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით რაიონის გამგებლის მოვალეობას ასრულებს რაიონის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.