1. რაიონის ადგილობრივი სამსახურები არიან ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური სფეროების მართვის მიზნით შექმნილი დარგობრივი მმართველობის ორგანოები, რომელთა დაფინანსებაც ხორციელდება რაიონის ბიუჯეტიდან.
2. რაიონის ადგილობრივი სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს გამგებელი.
3. რაიონის ადგილობრივ სამსახურებს გამგებლის წინადადებით ქმნის და აუქმებს რაიონის გამგეობა