რაიონის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები უზრუნველყოფენ:
ა) საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას; რაიონის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ბიუჯეტის შესაბამისად თანხების მიზნობრივად ხარჯვის კონტროლს, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას, შესაბამის საგადასახადო სამსახურთან ერთად ადგილობრივი და სახელმწიფო გადასახადების ამოღების კოორდინაციას;
ბ) ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას; ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის კოორდინაციას, რისთვისაც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, წინადადებებს და ცალკეულ პროექტებს ეკონომიკის სისტემური და სტრუქტურული გარდაქმნების თაობაზე; ეკონომიკური რეფორმების სფეროში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოს, გამგებლისა და გამგეობის აქტების აღსრულების ზედამხედველობას;
გ) რაიონული ქონების მართვას, რისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებენ რაიონული ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას და შეფასებას; შეიმუშავებენ წინადადებებს ქონების შეძენის, შექმნის ან მისი გასხვისების და პრივატიზაციის საკითხებზე; აკონტროლებენ ამ ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ამზადებენ ამ სფეროში გამგეობისა და გამგებლის გადაწყვეტილებათა პროექტებს და ზედამხედველობენ მათ განხორციელებას;
დ) რაიონის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა შემუშავებასა და მათი გატარების ორგანიზებას, რისთვისაც შეიმუშავებენ რაიონის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკას; ამზადებენ წინადადებებსა და დასკვნებს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მეწარმეობის განვითარების, კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი რეგულირებისა და ლიცენზირების საკითხების თაობაზე;
ე) შესაბამისი ინფორმაციის დაგროვების, მეწარმეებთან უშუალო კონტაქტების საფუძველზე რაიონის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების ანალიზს; შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და გამგეობისა და მეწარმეების თანამშრომლობის ხელშეწყობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 23. რაიონის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები
თავი III — რაიონის ადგილობრივი სამსახურები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 23. ქალაქის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები
- მუხლი 16. რაიონის გამგებელი
- მუხლი 22. 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულებმა, რაიონის გამგეობებმა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერ
- მუხლი 81. რაიონის გამგეობის თანამდებობის პირები1. რაიონის გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
- მუხლი 83. რაიონის გამგებლის მოადგილეები1. რაიონის გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა
- მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. გამგებლის კომპეტენცია კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში
- მუხლი 18. გამგებლის უფლებამოსილება საკრებულოში
- მუხლი 19. გამგებლის გადადგომა
- მუხლი 20. რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე
- მუხლი 21. რაიონის გამგებლის მოადგილეები
- მუხლი 22. რაიონის ადგილობრივი სამსახურები
- მუხლი 24. რაიონის სოციალური სფეროს ადგილობრივი სამსახურები
- მუხლი 25. რაიონული ინფრასტრუქტურისა და მიწათსარგებლობის სფეროს სამსახურები
- მუხლი 26. აპარატი
- მუხლი 27. რაიონულ ღონისძიებათა გეგმები
- მუხლი 28. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების ამოცანები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-23/