რაიონის სოციალური სფეროს ადგილობრივი სამსახურები უზრუნველყოფენ:
ა) ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვასა და მისი განხორციელების ორგანიზებას, რისთვისაც აანალიზებენ სოციალურ სფეროში მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და ფენების ინტერესებს, ხელს უწყობენ მათ თანამშრომლობასა და საზოგადოებრივ ინიციატივას, სხვადასხვა სოციალური ფონდების ჩამოყალიბებას;
ბ) სოციალური მონიტორინგის წარმოებას, რისთვისაც მოიპოვებენ, ამუშავებენ და აანალიზებენ ინფორმაციას მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ, აღრიცხავენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, აკონტროლებენ სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობას, მისი კორექციის მიზნით საკრებულოსა და გამგეობისათვის შეიმუშავებენ შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
გ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა შემუშავებას; ამ მიზნით ამზადებენ რაიონის სოციალური ინფრასტრუქტურის (განათლების, ჯანდაცვის, კულტურის ობიექტების) რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების პროგრამებს, ცალკეულ პროექტებს, კოორდინაციასა და კონტროლს უწევენ მათ შესრულებას;
დ) ჰუმანიტარულ პროგრამათა კოორდინაციას, რისთვისაც შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებენ ჰუმანიტარული დახმარების ადგილობრივ პროგრამებს, კოორდინაციას უწევენ მათ განხორციელებას; შეიმუშავებენ სოციალური რეაბილიტაციის კონკრეტულ პროექტებს, აკონტროლებენ ამ სფეროში საკრებულოს, გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ე) რაიონული შრომის ბაზრის ანალიზს, მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, დასაქმების სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაციას, საზოგადოებრივ სამუშაო ადგილთა აღრიცხვას და უმუშევართა დასაქმებისთვის ხელის შეწყობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას