1. საკრებულოში რაიონის გამგებელი უფლებამოსილია:
ა) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების როგორც ღია, ისე დახურულ სხდომებში;
ბ) დააყენოს წინადადება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში დამატებითი საკითხების შეტანის შესახებ;
გ) საკრებულოში დასამტკიცებლად შეიტანოს სამართლებრივი აქტის პროექტები;
დ) ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი საკრებულოში;
ე) რიგგარეშე გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ან მოახდინოს საკრებულოში მისი მუდმივი წარმომადგენელის, გამგეობის წევრის ან სხვა თანამდებობის პირის ამ უფლების დელეგირება;
ვ) საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი ხელახლა განსახილველად;
ზ) საკრებულოს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
2. გამგებლის მიერ დაყენებული საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილება პირველ რიგში