გამგებელი:
ა) იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს; განსაზღვრავს გამგეობის სხდომის დღის წესრიგს; წარმართავს გამგეობის საქმიანობას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის წევრებს: თავის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს; ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის;
გ) საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის უფროსს; აპარატის უფროსის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს; აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებსა და ექსპერტებთან;
დ) ამ დებულებით განსაზღვრული წესით ამტკიცებს გამგეობის სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას; ამტკიცებს რაიონის ადგილობრივი სამსახურების დებულებებს;
ე) იღებს გამგეობის ან გამგეობის ცალკეულ წევრთა გადადგომას; უფლებამოსილია გამგეობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება გამგეობის ახალი წევრის დამტკიცებამდე ან ახალი გამგეობის შექმნამდე;
ვ) პერიოდულად ისმენს გამგეობის წევრებისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა გაწეული მუშაობის ანგარიშებს;
ზ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა აქტები;
თ) უფლებამოსილია თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შექმნას კომისიები, საბჭოები და სხვა საკონსულტაციო ორგანოები; დაამტკიცოს მათი სამოქმედო დებულებები;
ი) უფლებამოსილია მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით; საკრებულოს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს დამატებითი საკითხები;
კ) უფლება აქვს საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად;
ლ) უფლებამოსილია ერთი თვით შეაჩეროს რაიონში შემავალი სოფლის, თემის დაბის, ქალაქის გამგეობის და/ან გამგებლის გადაწყვეტილებები და გაუქმების წინადადებით მიმართოს შესაბამის გამგეობას, გამგებელს, საკრებულოს ან სასამართლოს;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აძლევს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნა-გათავისუფლების თანხმობას;
ნ) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაქვემდებარებულ სახაზინო და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა ხელმძღვანელებს;
ო) ხელს აწერს რაიონის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, წარმოადგენს და მოქმედებს რაიონის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
პ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, გამგეობისა და საკრებულოს აქტების შესრულებას;
ჟ) ხელს აწერს გამგეობის დადგენილებებს და ფინანსურ დოკუმენტებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;
რ) ყოველწლიურად წარუდგენს საკრებულოს გაწეული მუშაობის ანგარიშს;
ს) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ტ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საკრებულოს წინაშე
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 14. გამგებლის ზოგადი კომპეტენცია
თავი II — რაიონის გამგებელი და მისი მოადგილეები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 16. რაიონის გამგებელი
- მუხლი 4. გამგებლის კომპეტენცია
- მუხლი 84. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები1. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, მთავრობისა და რაიონის გამგებლის ადმინის
- მუხლი 82. რაიონის გამგებელი1. რაიონის გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას
- მუხლი 83. რაიონის გამგებლის მოადგილეები1. რაიონის გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა
- მუხლი 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელმა, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ადგილობრივი მმართველობის საკუთრება
- მუხლი 9. რაიონის ბიუჯეტი
- მუხლი 10. რაიონის გამგეობა
- მუხლი 11. რაიონის გამგეობის შემადგენლობა
- მუხლი 12. რაიონის გამგეობის უფლებამოსილება
- მუხლი 13. რაიონის გამგებელი
- მუხლი 15. გამგებლის კომპეტენცია ეკონომიკურ სფეროში
- მუხლი 16. გამგებლის კომპეტენცია სოციალურ სფეროში
- მუხლი 17. გამგებლის კომპეტენცია კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში
- მუხლი 18. გამგებლის უფლებამოსილება საკრებულოში
- მუხლი 19. გამგებლის გადადგომა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-14/