1. რაიონის გამგებელს აქვს გადადგომის უფლება. თავის უფლებამოსილებას იგი იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
2. რაიონის გამგებელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რაიონის ახალი გამგებლის დანიშვნამდე.
3. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გადადგომა ან თანამდებობიდან გათავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის გადადგომას. გამგეობის წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე