კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში გამგებლის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი და შესაბამის ორგანოთა მიერ რაიონის ტერიტორიაზე გატარებულ ღონისძიებათა შესახებ პერიოდული ანგარიშის მოსმენა;
ბ) რაიონის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების ნორმატიული აქტების, რაიონის საკრებულოსა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი; ამ მიზნით რაიონის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გამოთხოვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღება;
გ) რაიონის ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებებისა და კანონიერების დაცვის საკითხების კონტროლი; მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
დ) რაიონის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელობა; კონტროლი მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისადმი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსახლეობისა და ტრანსპორტის მობილიზაციის უზრუნველყოფა; ადგილობრივი რეზერვებით საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა შესრულება;
ვ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობა; ოპერატიული ღონისძიებათა გატარება მოსახლეობისა და მატერიალურ ფასეულობათა გადასარჩენად;
ზ) საკრებულოსათვის წინადადებების წარდგენა რაიონის ტერიტორიაზე სანიტარიული ნორმების განსაზღვრის, სანიტარიულ-ეპიდემიური, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 17. გამგებლის კომპეტენცია კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში
თავი II — რაიონის გამგებელი და მისი მოადგილეები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 17. მერის კომპეტენცია კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში
- მუხლი 16. რაიონის გამგებელი
- მუხლი 83. რაიონის გამგებლის მოადგილეები1. რაიონის გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა
- მუხლი 84. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები1. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, მთავრობისა და რაიონის გამგებლის ადმინის
- მუხლი 82. რაიონის გამგებელი1. რაიონის გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას
- მუხლი 4. გამგებლის კომპეტენცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. რაიონის გამგეობის შემადგენლობა
- მუხლი 12. რაიონის გამგეობის უფლებამოსილება
- მუხლი 13. რაიონის გამგებელი
- მუხლი 14. გამგებლის ზოგადი კომპეტენცია
- მუხლი 15. გამგებლის კომპეტენცია ეკონომიკურ სფეროში
- მუხლი 16. გამგებლის კომპეტენცია სოციალურ სფეროში
- მუხლი 18. გამგებლის უფლებამოსილება საკრებულოში
- მუხლი 19. გამგებლის გადადგომა
- მუხლი 20. რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე
- მუხლი 21. რაიონის გამგებლის მოადგილეები
- მუხლი 22. რაიონის ადგილობრივი სამსახურები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-17/