1. გამგეობა შედგება: რაიონის გამგებლის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, აპარატის უფროსისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებისაგან. რაიონის გამგეობის შემადგენლობა განისაზღვრება 5-11 წევრით.
2. გამგეობის სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას ამ დებულების საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს გამგებელი.
3. გამგებლის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
4. აპარატის უფროსს საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი