1. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკურ-ფინანსურ ბაზას შეადგენს: რაიონის ბუნებრივი რესურსები; ადგილობრივი მეურნეობა; რაიონის ადგილობრივი საკუთრება; რაიონის ბიუჯეტის სახსრები და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგებლობაში არსებული სხვა ფინანსები.
2. რაიონის ბუნებრივ რესურსებს შეადგენენ რაიონის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა და მისი წიაღი, წყალი და მცენარეული საფარი, რომელიც არ არის გადაცემული კერძო ან რაიონში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში. რაიონის მმართველობის ორგანოების გამგებლობაში შეიძლება იყოს რაიონის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რაიონის საჭიროებისათვის გადაცემულია რაიონის მმართველობის ორგანოების მფლობელობაში