1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები – გამგეობები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ეროვნული ტრადიციების და წეს-ჩვეულებების, ადამიანთა უფლება-თავისუფლებათა დაცვის, საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებით.
2. ადგილობრივი მმართველობა ეფუძნება მართვის დეკონცენტრაციას. რაიონების გამგეობები კანონით განსაზღვრულ კომპეტენციებს ახორციელებენ ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საფუძველზე სუბსიდიარობისა და დელეგირების პრინციპების შესაბამისად.
3. რაიონების გამგეობების უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ და ამ დებულებით
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 3. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
თავი I — ადგილობრივი მმართველობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობის ცნება
- მუხლი 2. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 4. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ტერიტორიული საფუძვლები
- მუხლი 5. ადგილობრივი მმართველობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
- მუხლი 6. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკურ-ფინანსური ბაზა
- მუხლი 7. რაიონის ადგილობრივი მეურნეობა
- მუხლი 8. ადგილობრივი მმართველობის საკუთრება
- მუხლი 9. რაიონის ბიუჯეტი
- მუხლი 10. რაიონის გამგეობა
- მუხლი 11. რაიონის გამგეობის შემადგენლობა
- მუხლი 12. რაიონის გამგეობის უფლებამოსილება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-3/