1. აპარატი ახორციელებს საკრებულოს, გამგეობისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების საინფორმაციო, ტექნიკურ, იურიდიულ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი.
3. აპარატი უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს, გამგეობისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ინფორმაციულ მომსახურებას; ახორციელებს საკრებულოსა და გამგეობაში შემოსული და გასული ინფორმაციის აღრიცხვას, სელექციას, სისტემატიზაციას და მანქანურ დამუშავებას; ინფორმაციულ კონტროლს უწევს რაიონის ადგილობრივი სამსახურების მიერ დავალებათა და გადაწყვეტილებათა დროულ შესრულებას;
ბ) საკრებულოს, გამგეობისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას, ოფიციალურ კორესპონდენციათა რეგისტრაციას, შესაბამის სამსახურებში მათ დაგზავნას, საკრებულოსა და გამგეობის სხდომის, აგრეთვე თათბირის ოქმების წარმოებას და მათ შენახვას;
გ) საკრებულოს, გამგეობის და რაიონის ადგილობრივი სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ოფიციალური დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას, საკრებულოს, გამგეობისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების იურიდიულ მომსახურებას, მათი კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებისას; საკრებულოსა და გამგეობის წევრებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევას; საკრებულოს, გამგეობისა და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
4. აპარატისა და მისი განყოფილებების უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება ამ დებულებითა და აპარატის დებულებით, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს გამგებელი.
5. აპარატის სტრუქტურას, აპარატის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.
კარი III
გამგეობის რეგლამენტი
თავი I
რაიონის გამგეობის მუშაობის დაგეგმარება და საერთო ორგანიზაცი
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 26. აპარატი
თავი III — რაიონის ადგილობრივი სამსახურები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე
- მუხლი 21. რაიონის გამგებლის მოადგილეები
- მუხლი 22. რაიონის ადგილობრივი სამსახურები
- მუხლი 23. რაიონის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები
- მუხლი 24. რაიონის სოციალური სფეროს ადგილობრივი სამსახურები
- მუხლი 25. რაიონული ინფრასტრუქტურისა და მიწათსარგებლობის სფეროს სამსახურები
- მუხლი 27. რაიონულ ღონისძიებათა გეგმები
- მუხლი 28. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების ამოცანები
- მუხლი 29. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შემუშავების ორგანიზაცია
- მუხლი 30. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების დამტკიცება
- მუხლი 32. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესრულების კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-26/