ქალაქის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები უზრუნველყოფენ:
ა) საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას; ქალაქის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ბიუჯეტის შესაბამისად თანხების მიზნობრივად ხარჯვის კონტროლს, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადებას, შესაბამის საგადასახადო სამსახურთან ერთად ადგილობრივი და სახელმწიფო გადასახადების ამოღების კოორდინაციას;
ბ) ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას; ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის კოორდინაციას, რისთვისაც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, წინადადებებს და ცალკეულ პროექტებს ეკონომიკის სისტემური და სტრუქტურული გარდაქმნების თაობაზე; ახორციელებენ ზედამხედველობას ეკონომიკური რეფორმების სფეროში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოს, მერისა და მერიის აქტების აღსრულებისადმი;
გ) საქალაქო ქონების მართვას, რისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ საქალაქო ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას და შეფასებას; შეიმუშავებენ წინადადებებს ქონების შეძენის, შექმნის ან მისი გასხვისების და პრივატიზაციის საკითხების შესახებ; ამ ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლს, ამ სფეროში მერიისა და მერის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი განხორციელების ზედამხედველობას;
დ) ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა შემუშავებასა და მათი გატარების ორგანიზებას, რისთვისაც შეიმუშავებენ ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკას; წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას მეწარმეობის განვითარების, კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი რეგულირებისა და ლიცენზირების საკითხების თაობაზე;
ე) შესაბამისი ინფორმაციის დაგროვების, მეწარმეებთან უშუალო კონტაქტების საფუძველზე ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების ანალიზს, შესაბამის წინადადებების შემუშავებას და მერიისა და მეწარმეების თანამშრომლობის ხელშეწყობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას
მუხლი 23. ქალაქის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები
თავი III — ქალაქის ადგილობრივი სამსახურები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. მერის კომპეტენცია კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში
- მუხლი 18. მერის უფლებამოსილება საკრებულოში
- მუხლი 19. მერის გადადგომა
- მუხლი 20. მერის პირველი მოადგილე
- მუხლი 21. ქალაქის მერის მოადგილეები
- მუხლი 22. ქალაქის ადგილობრივი სამსახურები
- მუხლი 24. ქალაქის სოციალური სფეროს ადგილობრივი სამსახურები
- მუხლი 25. საქალაქო ინფრასტრუქტურის, მიწათსარგებლობისა და კომუნალური სფეროს სამსახურები
- მუხლი 26. აპარატი
- მუხლი 28. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების ამოცანები
- მუხლი 29. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შემუშავების ორგანიზაცია
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112294/muxli-23/