1. საკრებულოში ქალაქის მერი უფლებამოსილია:
ა) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების როგორც ღია, ისე დახურულ სხდომებში;
ბ) დააყენოს წინადადება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში დამატებითი საკითხების შეტანის შესახებ;
დ) საკრებულოში დასამტკიცებლად შეიტანოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
ე) ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი საკრებულოში;
ვ) რიგგარეშე გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ან მოახდინოს საკრებულოში მისი მუდმივი წარმომადგენელის, მერიის წევრის ან სხვა თანამდებობის პირის ამ უფლების დელეგირება;
ზ) საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი ხელახლა განსახილველად;
თ) საკრებულოს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში;
ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
2. მერის მიერ დაყენებული საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილება პირველ რიგში
მუხლი 18. მერის უფლებამოსილება საკრებულოში
თავი II — ქალაქის მერი და მისი მოადგილეები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. ქალაქის მერიის შემადგენლობა
- მუხლი 12. ქალაქის მერიის უფლებამოსილებანი
- მუხლი 14. მერის ზოგადი კომპეტენცია
- მუხლი 15. მერის კომპეტენცია ეკონომიკურ სფეროში
- მუხლი 16. მერის კომპეტენცია სოციალურ სფეროში
- მუხლი 17. მერის კომპეტენცია კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში
- მუხლი 19. მერის გადადგომა
- მუხლი 20. მერის პირველი მოადგილე
- მუხლი 21. ქალაქის მერის მოადგილეები
- მუხლი 22. ქალაქის ადგილობრივი სამსახურები
- მუხლი 23. ქალაქის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112294/muxli-18/