სოციალურ სფეროში მერის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგის, ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის ხელმძღვანელობა;
ბ) ქალაქის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებისა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
გ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საქალაქო პროგრამების პროექტების მომზადება და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებულ პროგრამათა შესრულების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა; ქალაქის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის ობიექტების მოვლა-პატრონობა;
ე) შესაბამის სახელმწიფო სამსახურებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამათა შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა;
ვ) ქალაქის სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა;
ზ) შრომის ბაზრის ანალიზის, მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების, დასაქმების საქალაქო პროგრამათა შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა;
თ) სოციალურ სფეროში სხვადასხვა სოციალური ფენების ინტერესთა ანალიზის, საზოგადოებრივ ინიციატივათა შესწავლის და მათი ხელშეწყობის, სხვადასხვა სოციალური ფონდების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ორგანიზება;
ი) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება
მუხლი 16. მერის კომპეტენცია სოციალურ სფეროში
თავი II — ქალაქის მერი და მისი მოადგილეები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. ქალაქის ბიუჯეტი
- მუხლი 10. ქალაქის მერია
- მუხლი 11. ქალაქის მერიის შემადგენლობა
- მუხლი 12. ქალაქის მერიის უფლებამოსილებანი
- მუხლი 14. მერის ზოგადი კომპეტენცია
- მუხლი 15. მერის კომპეტენცია ეკონომიკურ სფეროში
- მუხლი 17. მერის კომპეტენცია კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში
- მუხლი 18. მერის უფლებამოსილება საკრებულოში
- მუხლი 19. მერის გადადგომა
- მუხლი 20. მერის პირველი მოადგილე
- მუხლი 21. ქალაქის მერის მოადგილეები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112294/muxli-16/