1. გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 3 მოადგილისა.

2. გამგებლის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

3. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ ფუნქციათა გადანაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს, ამზადებენ და გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

4. გამგებლის მოადგილეთა შორის საკურატორო დარგები ნაწილდება შემდეგი მიმართულებებით:

ა) განვითარების მიმართულება;

ბ) ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის მიმართულება;

გ) სოციალური პროგრამების მიმართულება.

5. განვითარების მიმართულების კურატორი გამგებლის მოადგილის ძირითადი ფუნქციებია:

ა) რაიონის ეკონომიკური პროფილის  და  მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების  გათვალისწინებით რაიონის პრიორიტეტების შემუშავება;

ბ) ეკონომიკური განვითარების  მიმართულებით თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;

გ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადების კოორდინაცია და განხორციელების ორგანიზება;

დ) ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო  პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება ტერიტორიული ერთეულის დონეზე;

ე) თანადაფინანსებული პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება მაღალი ხარისხით;

ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა;

ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონსულტირება ეკონომიკური პროექტების შემუშავების  და დაფინანსების წყაროების, დონორი ორგანიზაციების მოძიების მიზნით;

თ) საუბნო განყოფილებების მუშაობის კოორდინაცია, ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მოპოვების, ანალიზის უზრუნველყოფა;

ი) საუბნო განყოფილებების ჩართულობით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური   კვლევების ორგანიზება, საჭიროებების იდენტიფიცირება;

კ) საჭიროებების ტენდენციების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და პრიორიტეტიზაცია ეკონომიკური პროექტების განვითარების მიზნით;

ლ) სოციალურ-ეკონომიკური კვლევის სამოქმედო გეგმის შემუშავება;

მ) მიზნობრივი ჯგუფების  იდენტიფიცირება, მათთან მუშაობა და მათი საჭიროებების კვლევა;

ნ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნებისა და განცხადებების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე.

6. განვითარების  მიმართულების კურატორი გამგებლის მოადგილის დაქვემდებარებაში არიან ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით  განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.

7. ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის მიმართულების კურატორი გამგებლის მოადგილის ფუნქციებია:

ა) წლის სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების გეგმის შედგენა მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების გეგმის განხილვა, კორექტირება და დამტკიცების უზრუნველყოფა;

გ) დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი;

დ) დამტკიცებული პროექტებისა და პროგრამების დეტალური გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;

ე) მიმდინარე რეჟიმში დაფიქსირებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე სწრაფი და დროული რეაგირება პრობლემის აღმოფხვრის მიზნით;

ვ) პროექტების მართვის მეთოდოლოგიისა და მიდგომების განვითარება;

ზ) პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და რეაგირება;

თ) მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;

8. ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის მიმართულების კურატორი გამგებლის მოადგილის დაქვემდებარებაში არიან ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.

9. სოციალური პროგრამების მიმართულების კურატორი გამგებლის მოადგილის ფუნქციებია:

ა) სოციალური მიმართულებით საბიუჯეტო პროგრამების განხორციელება;

ბ) სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა კვლევა, საჭიროებების იდენტიფიცირება  და პროგრამების სრულყოფა;

გ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნებისა და განცხადებების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე;

დ) სოციალური, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე.

10. სოციალური პროგრამების მიმართულების კურატორი გამგებლის მოადგილის დაქვემდებარებაში არიან ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.

11. გამგებლის არყოფნის ან გამგებლის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს გამგებლის მიერ განსაზღვრული შესაბამისი მოადგილე.

12. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშ