გამგეობის ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის –
რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების დებულება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების (შემდგომში – საორგანიზაციო განყოფილება) ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წეს