1. საორგანიზაციო განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

2. საორგანიზაციო განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების  თანამშრომელთა შორის;

გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ორგანიზაციას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების და განცხადებების განხილვას; აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშ