1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) გამგეობის მიერ მოსამზადებელი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) გამგეობის ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექპერტიზა;

დ) გამგეობის სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში გამგეობაში შემოსული წერილებისა და განცხადებების შესწავლა/განხილვაში მონაწილეობის მიღება და სამართლებრივ დასკვნების მომზადება;

ვ) მონაწილეობის მიღება გამგეობის სამართლებრივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში, გამგეობის ცალკეულ დარგებში უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით;

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) გამგებლის მიერ მისაღები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მონაწილეობის მიღება აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავებაში, მათი დახვეწა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით;

ბ) სამართლებრივი დასკვნების მომზადება გამგეობის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებისა და სამართლებრივი აქტების თაობაზე;

გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა და იურიდიული კონსულტაციის გაწევა;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამგეობის მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოდგენა;

ე) გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სასამართლო დავების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) გამგეობას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოთა,  ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებებისა და განცხადებების განხილვა;

ზ) განყოფილების მიერ წარმოებული და მიღებული დოკუმენტაციის სათანადო წესით აღრიცხვისა და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვის უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებ