განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №4
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის –
რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების ტიპური დებულება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სამხედრო განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წეს