1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის;

გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ორგანიზებას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებებისა და განცხადებების განხილვას, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ე) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას;

ვ) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

ზ) გამგებელს წარუდგენს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;

თ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვას; მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას, დადგენილი ფორმებისა და ანგარიშების წარდგენას შესაბამის ორგანოებში; სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას და სამობილიზაციო რესურსთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტას;

ი) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს;

კ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშ