1. ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის ზედამხედველობისა და რეაგირების საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელის მიზანია გამგეობის ფარგლებში მოქმედი გამგეობის კონტრაქტორების და მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგი.
2. ამ დებულების მიზნებისათვის მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები, არიან ორგანიზაციები, რომლებიც მოქალაქეებს აწვდიან პერმანენტულ მუნიციპალურ სერვისებს, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტი, წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ელექტროენერგიით მომარაგება, კომუნიკაციების მიწოდება.
3. განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
4. განყოფილება ანგარიშვალდებულია გამგებლისა და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე