განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №6

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის –
რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების  განყოფილების ტიპური დებულება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების  განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების   განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წეს