1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) გამგეობის ფარგლებში მოქმედი მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების   შესახებ ინფორმაციის მოგროვება და განახლება;

ბ) მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების  მიერ მიწოდებული სერვისებისა და განხორციელებული სამუშაოების ზედამხედველობა;

გ) მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების  საქმიანობაში პრობლემებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) გამგეობის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში ჩართული და მუდმივად მოქმედი მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების   აღრიცხვა;

ბ) მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების  შესახებ ინფორმაციის მოძიება და განახლება;

გ) მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების   საქმიანობის მუდმივი კონტროლი და დაკვირვება;

დ) პერიოდულად მოსახლეობის გამოკითხვა მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების   მომსახურებით კმაყოფილების კვლევის მიზნით;

ე) მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების   საქმიანობაში აღმოჩენილი პრობლემებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების ანალიზი, მიზეზების მოკვლევა და დამუშავება;

ვ) კონტროლის არხებისა და მეთოდების განვითარება და დანერგვა;

ზ) გამოვლენილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე;

თ) ერთსა და იმავე მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი და ინიციატივების დაყენება მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ან მასთან მუშაობის პირობების ცვლილების თაობაზ