განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №5
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის –
რაიონის გამგეობის ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილების ტიპური დებულება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) რაიონის გამგეობის ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წეს