1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის ეფექტური კოორდინაცია და მართვა;

ბ) არაგეგმური საჭიროებების   ბიუჯეტში დროულად ასახვის მიზნით ღონისძიებების გატარება და ცვლილებების ინიციირება;

გ) ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) მიერ, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) წლის ბოლოს სტრუქტურული ერთეულებისგან მომავალი წლის პროექტებისა და პროგრამებისთვის საჭირო რესურსებზე მოთხოვნების შეგროვება;

ბ) წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, სავარაუდო პროექტებისა და პროგრამების, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით;

გ) წლის განმავლობაში დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და გადახრების რისკების დროულად აღმოჩენა და განხილვა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;

დ) არაგეგმური საჭიროებების განხილვა, სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა და ბიუჯეტის კორექტირების ინიციირება;

ე) გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების კონტროლი;

ვ) ბიუჯეტის გადაჭარბების რისკების დროულად აღმოჩენა და საკითხის დაყენება პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;

ზ) ბიუჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშგება;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;

ი) გადარიცხვებისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება ზუსტად და დროულად;

კ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურთან დეკლარირება დადგენილი პერიოდულობით;

ლ) ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;

მ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის დადგენილი ფორმით შედგენა გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) მიერ მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე. დამტკიცებულ წლიურ გეგმაში საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების პროექტის მომზადება და დამტკიცებული ცვლილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;

ნ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) მიერ წარმოდგენილი შესყიდვის საშუალების შერჩევა და ხელშეკრულებების მომზადება, შერჩეული შესყიდვების საშუალების შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის შედგენა, შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება და სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა;

ო) გამგეობის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შენახვა;

პ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე შეთანხმების აქტის ან/და გადაწყვეტილებების ან გადაწყვეტილების პროექტების მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ჟ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) დასაბუთებული მოთხოვნების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

რ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

ს) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისათვის (განყოფილებებისთვის) კონსულტაციების გაწევა;

ტ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება გამგეობის ინტერესების დასაცავად;

უ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელებ