1. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და მაღალი ხარისხით დაგეგმვა-განხორციელება.
2. განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე