განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №8
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის –
რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების ტიპური დებულება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წეს