განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №9

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის –
რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის  განყოფილების ტიპური დებულება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის  განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წეს