1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და მომსახურებების ინიციირება;
ბ) ხარისხიანი და დეტალური პროექტის გეგმის შედგენა და მართვა;
გ) დაგეგმილი სამუშაოების მაღალი ხარისხით და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით პროექტების წლიური გეგმის შედგენა;
ბ) მიმდინარე რეჟიმში შემოტანილი განცხადებებსა და გამოვლენილი პრობლემებზე დაყრდნობით კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტების განხორციელების ინიციატივების შემუშავება;
გ) კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების მოფიქრება და წარდგენა ხელმძღვანელთან;
დ) პროექტების მართვა, გეგმების, ვადებისა და შესაბამისი პროექტებისათვის გამოყოფილი ფინანსების კონტროლი;
ე) პროექტების განხორციელებისთვის საჭირო შესყიდვების მოთხოვნების დადგენისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;
ვ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებში ჩართული მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება;
ზ) დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა;
თ) წარმატებული პროექტების გამოვლენა, შესწავლა, მათი მომსახურებებად ფორმირება და დამკვირდება;
ი) პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა,მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;
კ) მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელთა