1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) ხარისხიანი და დეტალური პროექტის გეგმის შედგენა და მართვა;

ბ) პროგრამული სამუშაოების მაღალი ხარისხით და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) პროგრამის განხორციელებისას მოსალოდნელ და დამდგარ რისკებზე დროული რეაგირება.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სოციალური მიმართულებებით პროექტების წლიური გეგმის შედგენა;

ბ) მიმდინარე რეჟიმში შემოტანილი განცხადებებსა და გამოვლენილი პრობლემებზე დაყრდნობით სოციალური მიმართულებით პროექტების განხორციელების ინიციატივების შემუშავება;

გ) კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების მოფიქრება და წარდგენა ხელმძღვანელთან;

დ) სოციალური პროექტების მართვა, გეგმების, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;

ე) პროექტების განხორციელებისთვის საჭირო შესყიდვების მოთხოვნების დადგენისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;

ვ) სოციალური მიმართულებით პროექტებში ჩართულ მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელ  ორგანიზაციებთან  ურთიერთობების განვითარება;

ზ) დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა;

თ) წარმატებული პროექტების გამოვლენა, შესწავლა, მათი სერვისებად ფორმირება და დამკვიდრება;

ი) პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;

კ) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;

ლ) მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელთა