1. განყოფილების ამოცანებია:

ა) კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსახლეობის/იურიდიული პირების პრობლემებისა და  მოთხოვნების გამოვლენა;

ბ) მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება;

გ) ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მხარდაჭერა.

2. განყოფილების ფუქციებია:

ა) პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენის სტრატეგიისა და გეგმის მიხედვით დეტალური სამუშაოების დაგეგმვა;

ბ) პერიოდული ანგარიშის წარმოება განხორციელებული სამუშაოებისა და მიღებული ინფორმაციის შესახებ;

გ) ტერიტორიების მონიტორინგისას საჭიროების შემთხვევაში ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება;

დ) მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა მიღება და მომსახურება;

ე) განცხადებების, წერილების მიღება სტანდარტების დაცვით, მათი თავმოყრა და დროულად მიწოდება კანცელარიისთვის;

ვ) კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობასა და იურიდიულ პირებთან ურთიერთობების განვითარებ