1. სოციალური პროექტების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის სოციალურ საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური მიმართულების პროექტების დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებას.
2. განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. განყოფილება ანგარიშვალდებულია გამგებლისა და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე