განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №10
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის –
რაიონის გამგეობის სოციალური პროექტების განყოფილების ტიპური დებულება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) რაიონის გამგეობის სოციალური პროექტების განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სოციალური პროექტების განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წეს