1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის;
გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ორგანიზებას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების განხილვას, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ე) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას;
ვ) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;
თ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშ