1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) ხარისხიანი და დეტალური პროგრამის გეგმის შედგენა და მართვა;

ბ) საპროექტო სამუშაოების მაღალი ხარისხით და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) პროექტის განხორციელებისას მოსალოდნელ და დამდგარ რისკებზე დროული რეაგირება.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ხარისხიანი და დეტალური პროგრამის შესახებ წინადადებების შემუშავება და წარდგენა ხელმძღვანელთან;

ბ) თანადაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი და დროული განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) მიმდინარე რეჟიმში შემოტანილი განაცხადებსა და გამოვლენილ პრობლემებზე დაყრდნობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თანადაფინანსებული პროექტების განხორციელების ინიციატივების შემუშავება;

დ) კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების მოფიქრება და წარდგენა ხელმძღვანელთან;

ე) თანადაფინანსებული პროგრამების მართვა, გეგმების, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;

ვ) პროექტების განხორციელებისთვის საჭირო შესყიდვების მოთხოვნების დადგენისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;

ზ) თანადაფინანსებულ პროექტებში ჩართული მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელ  ორგანიზაციებთან   ურთიერთობების განვითარება;

თ) დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა;

ი) თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;

კ) მიმდინარე და დასრულებული თანადაფინანსებული პროექტების შესახებ ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელთან;

ლ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზების განახლება და ინფორმაციის შეტანა;

მ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დოკუმენტაციის შემოწმება, განსაზღვრულ შემთხვევებში დოკუმენტაციის მომზადება, დაარქივება და დამუშავება;

ნ) განყოფილებაში არსებული ინფორმაციის სტატისტიკის წარმოება და ანალიზ