1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) ხარისხიანი და დეტალური პროექტების შედგენის უზრუნველყოფა;
ბ) საპროექტო სამუშაოების მაღალი ხარისხით და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) პროექტის განხორციელებისას მოსალოდნელ და დამდგარ რისკებზე დროული რეაგირება.
2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) პროექტებისა და პროგრამების წლიური გეგმის მიხედვით ცალკეული პროექტების დეტალური დაგეგმვა-დაპროექტება;
ბ) დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა, საპროექტო დავალებების შედგენა, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პირობების აღება და შეთანხმება;
გ) საპროექტო დოკუმენტაციის ან დეფექტური აქტების შედგენა;
დ) სპეციფიკური ან/და მასშტაბური პროექტების შემთხვევაში გარე რესურსის დახმარების ინიციირება;
ე) საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პროგრამების წლიური გეგმის შედგენა მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
ზ) მიმდინარე რეჟიმში შემოტანილი განცხადებების, გამოვლენილი პრობლემებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პროექტების განხორციელების ინიციატივების შემუშავება;
თ) კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების შემუშავება და წარდგენა ხელმძღვანელთან;
ი) ინფრასტრუქტურული მიმდინარე პროექტების მართვა, გეგმების, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
კ) პროექტების განხორციელებისთვის საჭირო შესყიდვების მოთხოვნების დადგენისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;
ლ) პროექტებში ჩართულ მოსახლეობისთვის მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება;
მ) დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა;
ნ) პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;
ო) მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელთა