1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის;
გ) ორგანიზებას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
დ) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;
ვ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშ