1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი – გამგებლის წარმომადგენელი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის;

გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;

თ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე;

ი) ახორციელებს ამ დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშ